15 000-მდე ფერმერისთვის „თხილის დაცვის პროგრამა“ ამოქმედდება
ნავიგატორი
2064


15 000-მდე ფერმერისთვის „თხილის დაცვის პროგრამა“ ამოქმედდება

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან (GHGA) ერთად „თხილის დაცვის პროგრამა“ შეიმუშავა. როგორც East fruit-ი წერს, აღნიშნული პროგრამა წარმოდგენილი იყო ზუგდიდში ჩატარებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც თხილის სექტორში არსებიულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს მიეძღვნა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, რომლის საცდელი ვერსია გასულ წელს შემოწმდა, ხელისუფლებამ თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავა სრულყოფილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზანად ისახავს, ფერმერ-მწარმოებლების მიერ აგრო ზომების დროულად მიღებას. ამასთან, თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებას.

„ჩვენ შევეცდებით, რომ წელს აღნიშნულ პროგრამაში ჩავრთოთ 15 000-მდე ადგილობრივი ფერმერი. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია, საკმაოდ დიდი თანხები. პროგრამის არსი არის ის, რომ თხლის წარმოების პროცესში, ფერმერები ყველა საჭირო ღონისძიებას სამინისტროს და ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად გაატარებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მაღალეფექტიანი ქიმიური დამუშავების 2 000 ხელსაწყო და შესაბამისი აღჭურვილობა შეიძინა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

21-02-2019

წყარო: bpn

03-05-2019

“თი-ბი-სი” უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას – Payme-ს ყიდულობს

01-05-2019

დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის

07-05-2019

რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს

31-05-2019

თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება

31-05-2019

თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება

03-05-2019

“თი-ბი-სი” უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას – Payme-ს ყიდულობს

01-05-2019

დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის

07-05-2019

რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ