|
| 2051 |
|---|
კრისტალმა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა
| კრისტალმა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან ''DWM'' (აშშ) და ''Incofin/AGRIF'' (ბელგია) მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად, კომპანია მიიღებს 10 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას კომპანიის კაპიტალში. ინვესტიციის მიზანია, ხელი შეუწყოს კრისტალის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც ითვალისწინებს კრისტალის ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციად გარდაქმნას და მომსახურების სტანდარტების ამაღლებას მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ,,დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისაგან გააძლიერებს კომპანიის კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელს, რაც საშუალებას მისცემს კრისტალს გააგრძელოს სასესხო პორტფელის ზრდა და რაც მთავარია, მოემსახუროს უფრო მეტ მომხმარებელს. ეს გარიგება როგორც ქვეყნის, ასევე კრისტალის მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა“. |

20-02-2019
წყარო: crystal
|
21-10-2022 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს |
|---|
|
16-08-2022 მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება |
|
11-03-2019 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით |
|
31-01-2020 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას დრონების ტრენინგკურსზე, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დრონების მთავარ კომპონენტებსა და ნაწილებში, ასევე გაჩვენებთ, როგორ იქმნება და მზადდება დრონი საფრენად. |