პაშა ბანკი „პრო ბონო მარათონი 2019-ის“ მონაწილეა
ნავიგატორი
1808

პაშა ბანკი „პრო ბონო მარათონი 2019-ის“ მონაწილეა

პაშა ბანკმა „პრო ბონო მარათონი 2019-ში“ მიიღო მონაწილეობა. „პრო ბონო მარათონი 2019“ 23 მაისს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით გაიმართა.

მარათონის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები სოციალურ საწარმო „იალონს“ Facebook გვერდის გაუმჯობესებაში დაეხმარნენ. ამასთანავე, წინასწარ მომზადდა წლის განმავლობაში განსათავსებელი პოსტების ნაწილი და გაიწერა Facebook-ის მართვის სტრატეგია.

პაშა ბანკმა პრო ბონო მარათონში მონაწილეობა უკვე მესამედ მიიღო. 2018 წელს ბანკისა და მისი თანაგუნდელი ორგანიზაციების, „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ჯეოლაბის“ თანამშრომლებმა საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგასთვის“ ვებგვერდი sagango.ge შექმნეს. 2017 წელს კი პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ სოციალურ საწარმო „კოდალას“ პროდუქციის ონლაინ კატალოგი მომზადდა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

24-05-2019

წყარო: pia.ge

09-02-2023

ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

17-02-2019

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

26-02-2019

“აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ