დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა. ტარიფები 10 ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, პირველ ოქტომბრამდე ტარიფის პროცენტი ყოველთვიურად პროცენტით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს.

ტარიფების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის ვაშინგტონში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა.