|
| 1638 |
|---|
5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა
| მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განაცხადეს. კონსორციუმში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება. უფრო კონკრეტულად, იანვარ-მაისის მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებმა 232,160 TEU გადაამუშვეს, რაც 34.9%-ით, ანუ 60,027 TEU-თი უფრო მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი, რაც 172,133 TEU-ს შეადგენდა. ზრდის ძირითადი ნაწილი ფოთის პორტზე მოდის, კერძოდ, 60,027 TEU-დან 59,300 TEU-ით ფოთის პორტის მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო ბათუმის პორტის საკონტეინერო ტვირთბუნვა მხოლოდ 727 TEU-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მაისში ქართულ პორტებში გადატვირთული კონტეინერების რაოდენობამ 49,797 კონტეინერი (TEU) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.8%-ით აღემატება. აქედან 41,805 TEU, ანუ გადამუშავებული კონტეინერების 84% ფოთის პორტზე მოდის, ხოლო 7,992 TEU ბათუმის პორტზე. |

05-06-2019
წყარო: bpn.ge
|
18-03-2019 რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები |
|---|
|
21-03-2019 დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები |
|
20-02-2019 24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება |
|
19-03-2019 გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული" |