გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგზე:
„კულტურათაშორისიკომპეტენცია და წარმატებული თანამშრომლობა გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან/კლიენტებთან“.
გერმანულ ფირმებთან და ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მოითხოვს არა მხოლოდ ენის კარგ ცოდნას, არამედ გერმანული კულტურისა და მუშაობის სპეციფიკის ინტენსიურ შეცნობას. გერმანელების ეფექტური მუშაობის სტილი, „Made in Germany“-ის პროდუქციის ხარისხი და ძალიან წარმატებული გერმანული ეკონომიკა ეფუძნება ფაქტორებს, რომელთა ანალიზი გადამწყვეტია საერთაშორისო წარმატებული თანამშრომლობისთვის.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:
-
გერმანული და ქართული მუშაობის სპეციფიკა
-
გერმანული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები
-
გერმანელ პარტნიორებთან და კლიენტებთან კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი
-
საკუთარი ინტერკულტურული კომპეტენციების შემუშავება
ტრენინგს გაუძღვება კომპანია KulturenDialog-ის მფლობელი და მენეჯერი სოფიაშუსტერი. სოფია გახლავთ ეკონომისტი, სერტიფიცირებული ინტერკულტურული ტრენერი „Diversity Management“-ის სპეციალიზაციით, კომუნიკაციის- და ანტირასიზმის ტრენერი.
მიზნობრივიაუდიტორია: გერმანულ ექსპორტის სფეროში დასაქმებული ქართველები.
თარიღი: 13 ივნისი, 10:00 – 17:00 საათი
ადგილი: სარეგისტრაციოვადისდასრულებისშემდეგგახდებაცნობილი
ტრენინგისსაფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის - 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი.
საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.
სრული პროგრამა და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტრენინგიჩატარდებაქართულენაზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ 10 ივნისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ramaz.vadachkoria@georgien.ahk.de