პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" დახურული ღონისძიება
ნავიგატორი
1980


პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" დახურული ღონისძიება

⇒ “ფიფლ ინ ნიდ”-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" შედეგებს წარადგენენ.

⇒ თბილისი, 2019 წლის 17 სექტემბერი - „ფიფლ ინ ნიდ“-ი, მის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA), პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG), „ათინათი“ და „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი), აწყობს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ დახურვის ღონისძიებას.

⇒  მედიას ვიწვევთ ღონისძიებაზე 17 სექტემბერს 17:00 სთ-ზე, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში (ილია ჭავჭავაძის გამზირი #37)

⇒ ღონისძიებას გახსნიან:
• მისი აღმატებულება პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
• მისი აღმატებულება კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
• ქ-ნ დიონ ბატერსბი, PIN-ის საქართველოს მისიის დირექტორი
⇒ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ორწლიანი პროექტის მიღწეული შედეგები.

⇒ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.

⇒ პროექტის შესახებ: პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დანერგვის მხარდაჭერაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

⇒ საკონტაქტო პირები:
• ნანა ფერაძე, პროექტის მენეჯერი 595 99 24 01, nana.peradze@peopleinneed.cz
• რამაზ ჭიჭინაძე, „ფიფლ ინ ნიდ“-ის კომუნიკაციის ოფიცერი, 555 98 09 00 ramaz.chichinadze@peopleinneed.cz

12-09-2019

წყარო: People in Need Georgia

11-01-2023

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს

03-05-2019

ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

11-01-2023

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს

03-05-2019

ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ