სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით
ნავიგატორი
1862


სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

✔ 12 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

✔  ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. შედეგად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას  კომერციალიზაციისთვის მომზადებასა და ტექნოლოგიების გადაცემას. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.

✔ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომელთა შესწავლის შედეგად შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები. 2019 წლის აპრილიდან აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების მზაობის მე-4 დონეზე (TRL4) და ტექნოლოგიის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დეტალური შესწავლა და მათი ბიზნეს-პოტენციალის  შეფასება. შერჩეულ პროექტებზე მომზადდება კომერციალიზაციის გეგმა, რომელზე დაყრდნობით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკთან ერთად უზრუნველყოფს კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების დაფინანსებას; ამას გარდა, მოხდება პოტენციური ბიზნეს-პარტნიორებისთვის პროექტების შეთავაზება ტექნოლოგიის დანერგვის მიზნითა და აღნიშული ტექნოლოგიის  ლიცენზირების გზით.

✔ 2020 წელს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შერჩეული პროექტებისთვის 1 მილიონ ევრომდე  ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ინგა პაიჭაძე, უფროსი საგარეო საქმეთა ოფიცერი, მსოფლიო ბანკის ოფისი საქართველოში, ipaichadze@worldbank.org

სალომე მაჭარაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, smacharashvili@gita.gov.ge

13-11-2019

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

06-03-2019

იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს

24-11-2022

სტუმართმასპინძლობის ჰაკათონი

02-04-2019

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა

17-07-2023

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

17-07-2023

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

06-03-2019

იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს

24-11-2022

სტუმართმასპინძლობის ჰაკათონი

02-04-2019

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ