31 მარტიდან, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს
ნავიგატორი
2148


31 მარტიდან, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება. მიმდინარე წლის 31 მარტიდან, ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France განახორციელებს.

 

რეგულარული ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Air France-ს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 თებერვალს მიენიჭა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება (Georgian Airways წინასწარი ინფორმაციით – 2 სიხშირე; Air France – 2 სიხშირე).

 

„Air France ავიაკომპანიების გლობალური ალიანსის „Sky Team-ის დამფუძნებელი წევრია. 2018 წლის მონაცემებით, Air France–KLM ჯგუფის შვილობილი ავიაგადამზიდველი მსოფლიოს 92 ქვეყნის 195 მიმართულებით ოპერირებს.

27-02-2019

წყარო: commersant.ge

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

26-10-2022

სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

26-10-2022

სტიპენდიები შვეიცარიაში

08-04-2019

BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

08-04-2019

BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

26-10-2022

სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

26-10-2022

სტიპენდიები შვეიცარიაში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ