ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს
ნავიგატორი
1861


ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს

პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვები დაიწყო. საუბარია, საგადასახადოკოდექსში ცვლილებებზე. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2020 წლიდან დღგ-ს გადასახადს მხოლოდ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები გადაიხდიან, რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხა 165 ათას ლარს აღემატება, ნაცვლად დღეს დადგენილი 100 ათასი ლარისა.

ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს პირებს, ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ცვლილებით ხდება არსებული მდგომარეობის კორექტირება ლარის გაუფასურების პროპორციულად.

“წარმოდგენილი ინიციატივა დღგ-ს გადახდისაგან გაათავისუფლებს ათიათასობითიურიდიულ და ფიზიკურ პირს - მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს. ეს შეღავათიგავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაოფართებს. როცა თხუთმეტი წლის წინ ეს შეღავათი იყო დაწესებული, მაშინდელი ასიათასი ლარი და დღევანდელი, აბსოლუტურად სხვა დატვირთვისაა. ფასებიცმნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ მცირე ბიზნესს დაფიზიკურ პირებს, თუნდაც თავდაპირველი მდგომარეობა დავუბრუნოთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ ზღვარი 200 000 ლარადე იყო. როგორც გოცირიძე აცხადებს, მაშინ მთავრობამ ეს ინიციატივა იმ მოტივით ჩააგდო, რომ თითქოს ბიუჯეტის ფული დააკლდებოდა. როგორც გოცირიძე აცხადებს, იმის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, გაუფასურდა ლარი.

„გასათვალისწინებელია, რომ ეს შეღავათი დაწესებული იყო 15 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში ლარი 65%-ით გაუფასურდა, ფასები კი თითქმის გარმაგდა. ამიტომ, ათეულ ათასობით ადამიანი, მომენტალურად მოჰყვა დღგ-ს გადამხდელთა რიგებში. მთავრობამ გასულ წელს იმიტომ თქვა უარი, რომ აპირებდნენ მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. მართლაც, 90 000-ის ნაცვლად, 500 000-მდე ბრუნვა 1%-ით იბეგრება. რეალურად, შესაბამისად, ეს მეწარმეები მოატყუს, რადგან იმ პირს ვისაც 100 000 ლარზე მეტი ბრუნვა აქვს, უკვე იხდის 1%-ს, ამას ემატება 18%-ი დღგ. ანუ ფიზიკური პირები, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იხდიან არა 1%-ს, არამედ 19%-ს.ფაქტობრივად, მთავრობის ის ინიციტივა მეწარმეებისთვის არცთუ ისე მიმზიდველი გამოვიდა“-აღნიშნავს გოცირიძე.

საკანონმდებლო ინიციატივას „კომერსანტთან“ აფასებს კომპანია „ჯეოკეპის“ ხელმძღვანელი ენრიკო მოსულიშვილი და განმარტავს, რომ 165 000 ლარამდე ზღვარი დიდი არ არის, თუმცა, მცირე ბიზნესისთვის ეს სტიმულის მიმცემი იქნება. თუმცა, მისივე შეფასებით, კომპანიების ნაწილი, ნებაყოფლობითაც რეგისტრირდებიან დღგ-ს გადამხდელად რადგან, ეს მათ დისტრიბუციაში უწყობს ხელს.

„დიდი ლიმიტი რომ ყოფილიყო, უფრო ხელშესახები ეფექტი ექნებოდა. ამ შეღავათით ძირითადად, მცირე საწარმოები ისარგებლებენ. ვისაც სჭირდებოდა ეს, ქმნიდა სხვადასხვა კომპანიებს და 100 000 ლარამდე ბრუნვით მუშაობდა. ჩემი აზრით, დიდი ეფექტი არ ექნება“-აცხადებს მოსულიშვილი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატაბაირახტარი აცხადებს, რომ ის ზღვარი, რაც დღეს მოქმედებს, შემოღებულია წლების წინ, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო. კერძოდ, გაცვლითი კურსიც სხვა ნიშნულზე იყო. ბაირახტარის შეფასებით, რაც მეტი თანხა დარჩება კერძო სეექტორში, მით უკეთესია.

27-02-2019

წყარო: commersant.ge

06-03-2019

იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს

03-04-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად გამართულ საჯარო დისკუსიაში ჩაერთო

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

06-03-2019

იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს

03-04-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად გამართულ საჯარო დისკუსიაში ჩაერთო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ