|
| 1247 |
|---|
ანალიტიკური სტატიების კონკურსი
| ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში”, იწვევს ახალგაზრდა ანალიტიკოსებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონს სტატიები და ანალიტიკური ბლოგები/ნაშრომები შემდეგ თემებზე:
-ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; პროექტი „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელება“ ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.
პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამასთან, ანალიტიკური მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა საინფორმაციო არხებზე. კომპეტენტური კომისია 5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას გამოავლენს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტატიების ავტორები, ჰონორარის სახით, მიიღებენ 500 ლარს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი 2022 წელი.
დაინტერესებულმა პირებმა ბლოგი/ნაშრომი შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე უნდა გამოგზავნოს: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე, გამოგზავნოთ ფოტო სურათი.
|
.jpg)
26-10-2022
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
|
28-12-2022 აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად |
|---|
|
02-12-2019 11,000 კგ ჩირის და ტყლაპის წარმოება წლიურად - წნორში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა |
|
25-10-2022 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება |
|
25-03-2019 Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს |