|
| 645 |
|---|
სტატიების კონკურსი
| „მიშგოვ ლარდა“ სტატიების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების X, XI და XII კლასების მოსწავლეებს. კონკურსის თემატიკაა „სვანური სამართალი“. კონკურსანტებმა უნდა დაწერონ, რით არის გამორჩეული და უნიკალური სვანური სამართალი, მოგვითხრონ საინტერესო ისტორიები, მაგალითად:
მოთხოვნები:
სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 დეკემბერი (21:00 საათზე თბილისის დროით). დაგვიანებით მიღებული სტატიები არ განიხილება. სტატიის ასატვირთად გამოიყენეთ შემდეგი ფორმა... ფორმის გაგზავნის შემდეგ, გთხოვთ, დაელოდოთ დასტურს იმის თაობაზე, რომ თქვენი ნაშრომი მიღებულია. კონკურსის შედეგები და პრიზები: შედეგები 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება. კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ:
გარდა ამისა, გამარჯვებულები საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისგან უპრეცედენტო საჩუქრებს მიიღებენ: საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, სამივე გამარჯვებულს სწავლა სრულად დაუფინანსდება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მისწერეთ ორგანიზაციას Facebook გვერდზე ან ელფოსტაზე: mishgovlarda@gmail.com
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის |

14-11-2022
წყარო: მიშგოვ ლარდა
|
01-05-2019 11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა |
|---|
|
29-03-2019 წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა |
|
16-06-2023 საზაფხულო ბანაკი 2023 |
|
25-04-2019 გარემოს ქმნი შენ:საჯარო ფორუმი /Talking Environment |