დავით საგანელიძემ ფილიპინებში საქართველოს წყლის რესურსების შესახებ პრეზენტაცია გამართა
ნავიგატორი
1448


დავით საგანელიძემ ფილიპინებში საქართველოს წყლის რესურსების შესახებ პრეზენტაცია გამართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის წყლის საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს წყლის რესურსების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია აზიის წყლის საბჭოს წევრის სტატუსით გამართა. 

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „Asia Water Council“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ავსტრალიის ოფიციალური დელეგაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები დაესწრნენ. 

დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ჰიდრორესურსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. 

„საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით კი - ჰიდრორესურსებით. ჩვენი ქვეყანა, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ამ რესურსის 80% აუთვისებელია. ინვესტორები საქართველოს ჰიდროენერგეტიკისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ. საქართველოს მთავრობისთვის კი, ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავებით რეგიონში მთავარი ექსპორტიორის როლის შეთავსება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

საგანელიძე ასამბლეის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტს ჰაკ სუნლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჰიდრორესურსების პოტენციალი და მწვანე კონცხის წყლის ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმა განიხილეს. 

აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა. 

აზიის წყლის საბჭოს მესამე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ოფიციალურმა დელეგაციებმა ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემები წყლის რესურსების დაფინანსების საკითხები, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, უსაფრთხოება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა იყო. სპეციალური სესიების განმავლობაში მონაწილე ქვეყნებმა პრეზენტაციები გამართეს და ჰიდრორესურსების გამოყენების მექანიზმების შესახებ იმსჯელეს. 
გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემის მართვის მოდელის შემუშავების, მოდერნიზაციის, განვითარების, ასევე, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

14-03-2019

წყარო: bm

04-04-2019

მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

10-04-2019

აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს

10-04-2019

აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს

04-04-2019

მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

10-04-2019

აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს

10-04-2019

აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ