ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის
ნავიგატორი
831


ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის

"საქართველოს უნივერსიტეტის" კვლევითი ინსტიტუტი "Gnomon Wise" აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს სტუდენტებისთვის: "ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების:

** ბაკალავრიატის ზედა საფეხურზე მყოფ (მე-3 და მე-4 კურსი) სტუდენტებს;
** ბაკალავრებს, რომელთა სწავლის დასრულებიდან გასულია არაუმეტეს სამი წლისა;
** მაგისტრანტებს.

ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ერთზე მეტი ავტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ავტორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

კონკურსის პრიზები:

"Gnomon Wise" უზრუნველყოფს საპრიზო ადგილზე გასული ნაშრომების ინგლისურ ენაზე თარგმნას.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული ყველა ნაშრომი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) გამოქვეყნდება "Gnomon Wise"-ის ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

I ადგილი - 2 250 ლარი
II ადგილი - 1 125 ლარი
III ადგილი - 700 ლარი.

კონკურსის ეტაპები, გამარჯვებულის გამოვლენის წესი და ვადები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი: მონაწილეები ქმნიან ანალიტიკურ ნაშრომს, რომელთაგან შეირჩევა 3 საუკეთესო.

ანალიტიკური ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 14 თებერვალი, 18:00 საათი.

II ეტაპი: კონკურსის I ეტაპზე 3 გამარჯვებული ავტორი/თანაავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ ნაშრომის შესახებ მოხსენებებს.

ჟიური შეაფასებს როგორც მომხსენებლების მიერ წარდგენილ ნაშრომებს, ასევე, თემის წარდგენისა და გამოთქმული მოსაზრებებისა თუ მიგნებების დაცვის უნარებს და გამოავლენენ საპრიზო ადგილებს (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს). საპრიზო ადგილის მისანიჭებლად, II ეტაპზე მონაწილეობა სავალდებულოა.

ზეპირი მოხსენების (კონკურსის) თარიღი: 2023 წლის 30 მარტი, 14:00 საათი.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს, 2023 წლის 20 მარტისა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და გამოცხადება მოხდება ზეპირი მოხსენების (კონკურსის) დღეს.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის საკვლევი თემატიკისა და საინფორმაციო შეხვედრის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.gnomonwise.org/ge/event/36

 


 

წყარო: https://jobs.ge/

20-12-2022

წყარო: საქართველოს უნივერსიტეტი

25-10-2022

საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება

09-02-2023

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

16-05-2023

მწვანე ბაზარი

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

25-10-2022

საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება

09-02-2023

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

16-05-2023

მწვანე ბაზარი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ