1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება
ნავიგატორი
811

1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2023 წლის 1 იანვრიდან, უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

infohub.rs.ge წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის  ამოქმედების შემდეგ,  ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება,  ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი  მნიშვნელოვნად გამარტივდება.

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საინფორმაციო ბაზა - Infohub  ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას, ის  შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირს  მოიძიოს, დაამუშავოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აქვე გაცნობებთ, რომ Infohub-ის შექმნის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  მხარდაჭერით, შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობს.  

წყარო: https://commersant.ge/

28-12-2022

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

13-05-2019

თურქეთში ავტომობილების წარმოება 14%-ით შემცირდა

25-05-2023

საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება

10-02-2023

Applications for AFS Global STEM Accelerators Cohort 1 are Now Open

10-07-2019

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ