ენერგეტიკული თანამეგობრობის 2023 წლის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო
ნავიგატორი
1070


ენერგეტიკული თანამეგობრობის 2023 წლის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

ენერგეტიკული თანამეგობრობის 2023 წლის საზაფხულო სკოლა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს ენერგეტიკული გარდაქმნის საკითხებში ცოდნის დასაუფლებლად იწვევს. კონკურსის ფარგლებში მაქსიმუმ 48 კანდიდატი შეირჩევა.  

საზაფხულო სკოლა 2023 წლის 19-26 აგვისტოს, ბელგრადის (სერბეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართება.

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებლებს. მონაწილეობა უფასოა.

საზაფხულო სკოლაში მიიღებიან სამაგისტრო და სადოქტორო (PhD) პროგრამების სტუდენტები, ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ყველა დისციპლინაში მომუშავე მკვლევრები და ახალგაზრდა პროფესიონალები სამთავრობო უწყებებიდან, კომპანიებიდან, ანალიტიკური ცენტრებიდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. წლევანდელი წლის პროგრამა ციფრულ ფორმატში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მარტი.

2023 წლის საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ვიშეგრადის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი (FES SOE) და ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 31, 2023

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

26-01-2023

წყარო: ვიშეგრადის ფონდი

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

08-04-2019

საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება

05-04-2019

2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა

23-08-2019

ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი

23-08-2019

ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

08-04-2019

საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება

05-04-2019

2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ