|
| 887 |
|---|
Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს
| ესტონეთის იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (ტარტუს უნივერსიტეტი) ახალ ონლაინ კურსზე იწვევს მათ, ვისაც აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ცოდნის გაღრმავება სურთ. კურსი სახელწოდებით, „ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების ცვლილების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაზე“, 2023 წლის 6 მარტიდან 9 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება. ღია ონლაინ კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, გაიცემა ტარტუს უნივერსიტეტის უფასო ელექტრონული სერტიფიკატი. კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ვიდეოლექციები, რომლებსაც რეგიონალისტიკისა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების სფეროების მეცნიერები და პრაქტიკოსები გაუძღვებიან. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრები რეგიონის ქვეყნებში (მაგალითად, უკრაინასა თუ სომხეთში) მომუშავე მკვლევრებთან. კურსი ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო პორტალის, Moodle-ის მეშვეობით, თავიდან ბოლომდე დისტანციურად ჩატარდება. ყველა ვიდეოლექცია წინასწარაა ჩაწერილი. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2 მარტი. კურსი შემუშავებულია ჟან მონეს მოდულის, „სამეზობლო, გაფართოება და რეგიონალიზმი ევროპაში“ (NearEU), ფარგლებში და მას მხარს ევროკავშირის პროგრამა, Erasmus+ უჭერს. დამატებითი ინფორმაცია სარეგისტრაციო ფორმა დახურვის თარიღი:მარტი 2, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

26-01-2023
წყარო: ტარტუს უნივერსიტეტი
|
04-08-2019 თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება |
|---|
|
10-04-2019 საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს |
|
24-06-2019 DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები |
|
13-05-2019 საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს |