|
| 911 |
|---|
ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის
| საქართველოსა და ლატვიის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ლატვიის მთავრობა 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. სტიპენდიის მიღება შესაძლებელია ლატვიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში სასურველ მიმართულებაზე. სასწავლო პროგრამები იხილეთ ბმულზე. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 500, ხოლო დოქტორანტებისთვის – 700 ევროს. სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა სააპლიკაციო ფორმის შედგენა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შემდეგი ლინკის დახმარებით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი აპრილი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: https://studyinlatvia.lv/scholarships#; https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships. ლატვიის მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საზაფხულო სკოლით. საზაფხულო სკოლის სტიპენდია 1000 ევროა. საჭირო დოკუმენტაცია საზაფხულო სკოლის სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა გაუგზავნონ უშუალოდ საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს, რომლებიც აპლიკანტებს სტიპენდიის კონკურსის შედეგების შესახებ აცნობებენ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი აპრილი.
|

09-02-2023
წყარო: ლატვიის მთავრობა
|
29-05-2019 ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის |
|---|
|
26-10-2022 სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში |
|
30-04-2019 Future Agro Challenge Georgia |
|
20-01-2023 მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება |