|
| 817 |
|---|
ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
| ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ფონდი აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: კირკლენდის კვლევითი პროგრამა – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45 წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და უკავიათ აკადემიური პოზიცია; კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვლევის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი.
ლეინ კირკლენდის სტიპენდია – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხის მქონე სხვადასხვა დარგის ექსპერტებს 40-წლამდე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. პროგრამით ფინანსდება ორსემესტრიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი). გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl
წყარო: https://stipendia.ge/ |

09-02-2023
წყარო: ლეინ კირკლენდის ფონდი
|
16-05-2023 სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga |
|---|
|
20-11-2019 საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი |
|
14-11-2022 ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ |
|
22-05-2023 კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის |