|
| 657 |
|---|
ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა
| ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს კონკურსში იწვევს. ინიციატივის მიზანი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სოციალური შედეგების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პრესრელიზში აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგზაო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. ამის დასტურია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „გლობალური სტატუსის ანგარიში“. მის თანახმად, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-6 ადგილზეა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და პირველ ადგილზეა 5-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ 5-წუთიანი დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ჟანრის ფილმი. ნამუშევარი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით ან ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე. საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება 4,000 ევროს ოდენობის პრიზით, ხოლო მეორე ადგილზე გასული ნამუშევარი 2,000 ევროს მიიღებს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 22 მაისი. კონკურსი პოლონეთის განვითარების ფონდების და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ის ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის, „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, ფარგლებში და რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:მაისი 22, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

16-03-2023
წყარო: ევროკავშირი
|
03-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას |
|---|
|
03-06-2019 “გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს” |
|
18-02-2019 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა |
|
17-07-2023 საკოლექციო მონეტების დიზაინის კონკურსი |