უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა
ნავიგატორი
884


უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", პარტნიორ ორგანიზაციებთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)" და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC – Georgia)" ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ანგარიშვალდებული და  ადამიანის  უფლებებზე  ორიენტირებული  უსაფრთხოების  სექტორის მხარდაჭერა  კვლევებისადვოკატირებისა და  ინკლუზიური  დიალოგის გზით".

  • პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ამაღლებას - ანალიზის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ინტენსიური პროგრამების განხორციელების გზით.

პროექტის ფარგლებში, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ქმნის "უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლას", რომლის მიზანია აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს მონაწილეებს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, სექტორში გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ, გააცნოს მათ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფცია და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, რომლებიც განაპირობებს უწყებების ანგარიშვალდებულებას.

  • სავარაუდო პერიოდი: მაისი, 2023.
  • სავარაუდო ადგილმდებარეობა: კახეთი.
  • ხანგრძლივობა: 4 ღამე, 5 დღე.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო აქტივისტებს, რეგიონული და სათემო ორგანიზაციების წევრებს, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს, რეგიონული და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ბაკალავრის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

კონკურსის წესი: 2-ეტაპიანი, განაცხადების მიღება და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება.  

განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

 


 

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

18-04-2023

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

10-05-2023

მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში/გაცვლითი სასწ. პროგრამა

19-03-2019

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

16-05-2019

4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

13-03-2019

სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა

13-03-2019

სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა

10-05-2023

მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში/გაცვლითი სასწ. პროგრამა

19-03-2019

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

16-05-2019

4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ