|
| 764 |
|---|
ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში
| აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-იანი თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი. დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო |

10-04-2023
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
|
18-03-2019 დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“ |
|---|
|
31-03-2019 ლირის კრიზისი გრძელდება - რა ელოდება თურქეთის ეკონომიკას |
|
11-04-2019 თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა |
|
27-08-2019 აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა. |