სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და დონორები თანამშრომლობენ საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გასაუმჯობესებლად

ღონისძიებას ესწრებოდა დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების (ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), გაეროს განვითრების პროგრამა (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), და სხვ.) 35-ზე მეტი წარმომადგენელი. შეხვედრას უძღვებოდა ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებსა და ინიციატივებს შორის კოორდინაციის, თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები, აგრეთვე საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემების გაუჯობესებისა და შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი მოქმედებების განხორციელების პერსპექტივები.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საკონტაქტო პირი:

  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის კოორდინატორი/ კომუნიკაციის ექსპერტი ნარჩენების მართვის დარგში
    ტელ.: +995 5 77 293979, inganikagosian@gmail.com

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
    nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge

  • მიკოლაი ბეკასიაკი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,
    Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu