მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში/გაცვლითი სასწ. პროგრამა
ნავიგატორი
1002


მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში/გაცვლითი სასწ. პროგრამა

"ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო" (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას.

ამ ინიციატივის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიკურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების ვიზიტები აშშ- ში. აღნიშნული ვიზიტები დაიწყო 2022 წლის შემოდგომაზე და გაგრძელდება 2026 წლის შემოდგომის ჩათვლით.

ამჟამად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იწყებს ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნე პირველი და მეორე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული (მათ შორის მაგისტრატი) მოსამართლეებისგან განაცხადების მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში დაგეგმილ ორკვირიან მივლინებაში მონაწილეობის მისაღებად. მივლინების პერიოდია 2023 წლის სექტემბერი. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება სამართლის უზენაესობის პროგრამის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, რაც ასევე მოიცავს ქართველ მოსამართლეთა განთავსებას ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში.

განცხადების სრული ტექსტი და აპლიკაციის ფორმა იხილეთ ბმულზე:https://forms.gle/uFpaaJ5bJesLqnoW9

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 26 მაისი. 23:59 (თბილისის დროით)

განაცხადის ფორმასთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ანა გორდულაძე
ელფოსტა: agorduladze@ewmi.org
ტელ: 557 39 89 29

მარიამ შიხამირაშვილი
ელფოსტა: mshikhamirashvili@ewmi.org
ტელ: 598 122 524

 


 

წყარო: https://jobs.ge/

10-05-2023

წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა

08-04-2019

გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა

11-04-2019

შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება

18-02-2019

რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება

22-03-2019

გერმანიის ხელისუფლება ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსიას გადახედავს

22-03-2019

გერმანიის ხელისუფლება ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსიას გადახედავს

08-04-2019

გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა

11-04-2019

შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება

18-02-2019

რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ