შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია
ნავიგატორი
410


შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია

ფორსეტი Askgov.ge-ის მონაცემთა ამბის თხრობის კონკურსში გიწვევთ. კონკურსის ჯამური საპრიზო ფონდი 3000 ლარია.

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. Მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

ამასთან ერთად, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ამბის თხრობის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევების მქონე მონაწილეებს.

❑ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და ყველას, ვინც დაინტერესებულია მონაცემებზე და ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული ამბების თხრობით.

❑ რა არის მონაცემთა ამბავი?
მონაცემთა ამბავი სხვადასხვა სახის ინფორმაციულ მასალას აერთიანებს — მონაცემთა ვიზუალიზაციას, ტექსტს, ხმას, ფოტოს, ნახატს, ანიმაციას, ან/და ვიდეოს. ამგვარი პროდუქტის მაგალითებია ბლოგი, სტატია, ფოტოამბავი, ვიდეო და ა.შ. მონაცემთა ამბების მრავალფეროვანი მაგალითების მოსანახულებლად, ამ ბმულს ესტუმრე.

 Როგორ მივიღო მონაწილეობა?
Მონაწილეობის მისაღებად, 19 მაისამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. Მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.

კონკურსის პრინციპი მარტივია — შენი დავალებაა, AskGov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნა სასურველი მონაცემთა ამბავი.

Საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია AskGov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში.

❑ როგორია შეფასების კრიტერიუმები?

  • სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი?
  • Რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ამბის თემა?
  • უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის?
  • კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ამბის კონცეფცია (სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)?
  • დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს?
  • ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა.
  • პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი?
  • პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე?


*შეფასების ყველა კომპონენტს თანაბრი ძალა აქვს.

❑ კონკურსის ვადები

15 მაისი, 13:00 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.

19 მაისი — რეგისტრაციის დასასრული. რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.

29 მაისი –22 ივნისი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.

23 ივნისი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს მასალებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.

❑ Როგორ დავრეგისტრირდე?

Შეავსე ეს ფორმა 19 მაისამდე

გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://news.askgov.ge/2023/03/10/პრაქტიკული-სახელმძღვანე/

15 მაისს, 13:00-ზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/j/83206440926?pwd=V0l6a2g5ZC9TREFuaSsvclZETkgzdz09

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი
lizi@forset.ge

გამარჯვებულები მას შემდეგ მიიღებენ საპრიზო თანხას, რაც ვიზუალიზაციის გაუმჯობესებას დაასრულებენ.

კონკურსში არ მიიღება პროექტები, რომლებიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ მიზანს ან გზავნილებს შეიცავენ.

ეს ბლოგ-პოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.

 

 


 

წყარო: https://news.askgov.ge/

11-05-2023

წყარო: ფორსეტი

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

08-04-2019

საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან

08-04-2019

ლოს-ანჯელესში ვირტუალური ელექტროსისტემა გამოჩნდება

11-03-2019

ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა

11-03-2019

ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

08-04-2019

საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან

08-04-2019

ლოს-ანჯელესში ვირტუალური ელექტროსისტემა გამოჩნდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ