გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:
ნავიგატორი
2004


გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:

„მოგების გადასახადი  (სპეციფიკა და ადმინისტრირება)“

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ თეორიული ცოდნა 2017 წლიდან ამოქმედებული მოგების გადასახადის ახალი მოდელის, დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრისა და ყოველთვიური დეკლარაციის სრულყოფილად შედგენის შესახებ. 

ტრენინგს გაუძღვება Grant Thornton-ის საგადასახადო განყოფილების უფროსი კონსულტანტი, ქალბატონი - ნათია ჩაგანავა. მას აქვს 9 წელზე  მეტი პროფესიული გამოცდილება გადასახადების მიმართულებით. 6 წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორისა და ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან მუშაობს მსოფლიო ათეულში შემავალი საერთაშორისო აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-ში.

სამიზნე აუდიტორია:
ბუღალტრები, აუდიტორები, ფინანსური მენეჯერები და დაინტერესების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტები.

ამასთან, აღნიშნული ტრენინგი აქტუალური იქნება ასევე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის (სსიპ, ა(ა)იპ), ვინაიდან 2019 წლიდან ორგანიზაციები იბეგრებიან მოგების გადასახადის ახალი მოდელის შესაბამისად (ე.წ. "ესტონური" მოდელი).

თარიღი: 12 მარტი, 2019
დრო: 10:00 - 17:00 საათი
ადგილი: ცნობილი გახდება სარეგისტრაციოს ვადის დასრულების შემდეგ 

ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის - 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.

სრული პროგრამა და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.

ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ 7 მარტამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: mariami.uglava@georgien.ahk.de

01-03-2019

წყარო: DWV

14-11-2022

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ

03-06-2020

EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს

13-03-2019

ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება

21-12-2022

სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

21-12-2022

სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

14-11-2022

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ

03-06-2020

EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს

13-03-2019

ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ