|
| 1907 |
|---|
ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე
| „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს საზოგადოებრივი ორგანიზციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თემაზე. გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! ტრენინგი ჩაუტარდება სულ 45 ადამიანს, რომლებიც დაიყოფიან 15-კაციან ჯგუფებად. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 დღე. ტრენინგის განრიგი:
ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 2019 წლის 26 თებერვლიდან – 11 მარტის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ ტრენინგის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული ტრენინგი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). |

04-03-2019
წყარო: CSRDG
|
17-02-2023 სწავლებისა და დასაქმების 4 შესაძლებლობა რეგიონებისთვის |
|---|
|
02-09-2019 კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა |
|
16-05-2019 ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ |
|
02-04-2019 სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს |