ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში
ნავიგატორი
1804

ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში

მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, ბონში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ფონდსა და DAAD-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი (Memorandum of Understanding), რომელიც გულისხმობს ახალი პროგრამის - “მობილობის პროგრამა ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისთვის” (PPP Programmes for Project-Related Personnel) განხორციელებას. პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველო იქნება პირველი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც DAAD აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.

გარდა ამისა, ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა DFG-ს წარმომადგენლობას. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განხორციელებასა და ერთობლივი ბილატერალური პროგრამების დაგეგმვაზე. გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლების მხრიდან ფონდში ვიზიტი იგეგმება მიმდინარე წლის სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც ისინი წარმოადგენენ DFG-ს სამეცნიერო პრიორიტეტებსა და დაფინანსების სქემებს. DFG-ს წლიური ბიუჯეტი 3,2 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ყველა სამეცნიერო მიმართულება.

11-03-2019

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

27-02-2019

როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?

08-04-2019

„თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ“

19-02-2019

„არეა ექსპო 2019“ - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში!

02-05-2019

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ