როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?
ნავიგატორი
1339


როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

საპენსიო სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. სისტემის თანახმად, დასაქმებულის, მისი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2-2-2%-ს რიცხავს მოქალაქის (დასაქმებულის) პირად საპენსიო ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე საკუთარი ანგარიშის შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამისთვის კი, უნდა ეწვიოთ, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.pensions.ge დააჭირეთ ღილაკს - „სააგენტოს სისტემაში შესვლა“ და კურსორის მეშვეობით ახალ გვერდზე გადახვიდეთ, სადაც მომხმარებლის პირად ნომერს და პაროლს შეიყვანთ.

რა ჩავწერო მომხმარებლის და პაროლის ველში?

იმ კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერი, სადაც თქვენ მუშაობთ, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემდეგ გადმოგცემთ მომხმარებლის დროებით პაროლს. სისტემაში შესვლისთანავე აუცილებელია პაროლის შეცვლა.

როგორ ხდება რეგისტრაცია და თქვენი პირადი გვერდის გახსნა?

მას შემდეგ, რაც თქვენი დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გადმორიცხავს საპენსიო დანაზოგს და მიუთითებს თქვენს სახელსა და გვარს, საპენსიო სააგენტოში თქვენთვის გაიხსნება პირადი საპენსიო ანგარიში.

როგორ შევამოწმო ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ადგილას ვარ დასაქმებული?

თუ თქვენ რამდენიმე ადგილას მუშაობთ და მონაწილეობთ საპენსიო სქემაში, თითოეული დამსაქმებელი საპენსიო შენატანის ჩარიცხვის შემდეგ გაწვდით ერთჯერად პაროლს. შემდეგ, შედიხართ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, თქვენს პერსონალურ ანგარიშზე, სადაც სრულ ინფორმაციას იღებთ თქვენი დანაზოგის შესახებ.

როდის არის შესაძლებელი პირადი საპენსიო ანგარიშის შემოწმება?

პირადი საპენსიო ანგარიშის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით.

27-02-2019

წყარო: bpn

21-03-2019

„ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვა - სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ?

10-04-2019

გირჩი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასს თავისი კრიპტოვალუტით გადაუხდის

21-03-2019

„დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი"

16-05-2019

ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

16-05-2019

ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

21-03-2019

„ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვა - სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ?

10-04-2019

გირჩი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასს თავისი კრიპტოვალუტით გადაუხდის

21-03-2019

„დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ