|
| 2475 |
|---|
საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
| 2019 წლის 12-13 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რის საფუძველზეც გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს. მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის. |

14-03-2019
წყარო: commersant.ge
|
02-12-2019 11,000 კგ ჩირის და ტყლაპის წარმოება წლიურად - წნორში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა |
|---|
|
16-05-2019 აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს |
|
17-06-2019 საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო |
|
11-10-2019 NASA Space Apps Challenge |