„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია გაეცნო
ნავიგატორი
2006


„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია გაეცნო

ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციას დღეს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა და პროექტები ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა გააცნო. თბილისში გამართული საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა.

 

საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. თბილისში ოფიციალურ ვზიტად მყოფ ჰონგ-კონგის ოფიციალურ დელეგაციას ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს.

 

ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომებსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ბიზნეს ფორუმზე მხარეებმა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

 

ჰონგ-კონგის დელეგაციის წევრებმა თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

19-03-2019

წყარო: commersant.ge

08-11-2022

თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

17-02-2019

ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს

10-04-2019

„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

08-11-2022

თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

17-02-2019

ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს

10-04-2019

„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ