|
| 1755 |
|---|
„საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში 4357 ახალი საწარმო დარეგისტრირდა
| თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა, - ამის შესახებ ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. მისივე თქმით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა. „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საგარეო ვაჭრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა. "აღსანიშნავია, რომ თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. |

29-03-2019
წყარო: bpn.ge
|
26-12-2022 EDUCATORS PROFESSIONAL DEVELOPMENT IN SERVICE TRAINING |
|---|
|
12-03-2019 BPN Georgia-ში სიახლეა! |
|
01-05-2019 ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი ამ კვირაში გახდება ცნობილი |
|
18-10-2019 როგორ მოვიპოვოთ ხე–ტყე კანონიერად? |