სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2019 წლის 1–ლი აპრილიდან საკრედიტო–საგარანტიო მექანიზმს განახორციელებს
ნავიგატორი
1922


სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2019 წლის 1–ლი აპრილიდან საკრედიტო–საგარანტიო მექანიზმს განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის 1-ლი აპრილიდანსაკრედიტო საგარანტიო მექანიზმს განახორციელებს, რომელიც 2019 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. საკრედიტო საგარანტიო სქემა ხელს შეუწყობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც საბანკო სექტორში არსებული საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკთან.

საკრედიტო საგარანტიო სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე. სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის მიერ. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის ოდენობაზე.

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარში აღებულ სესხებზე. მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 2 მლნ ლარის მოცულობის სესხის აღება. ამასთანავე, მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულებები სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს.

29-03-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

05-09-2019

Pixelart Powerphage

13-03-2019

სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

05-09-2019

Pixelart Powerphage

13-03-2019

სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ