ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
ნავიგატორი
2299

ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ქართველი დიზაინერის პროდუქცია ქ. ტოკიოში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე „Fashion World Tokyo 2019'' იქნება წარმოდგენილი.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს თერთმეტი ქართული ბრენდი, კერძოდ: „ელსელემა“, „ევროტექსი“, „აკა ნანიტა“, „MAMY BAG”, “ფაფანაკი“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, „ქეთი ჩხიკვაძე“, „Fashion House Tamuna Ingorokva”, “ავთანდილი“, „ლალო“ და “Cecilie”.. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. 

საერთაშორისო გამოფენა რომელიც 27-დან 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, 1981 წლიდან  დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.  გამოფენას 25 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 40 ქვეყნიდან 750-ს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

29-03-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

19-04-2019

ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019

11-03-2019

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი

26-10-2022

ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის კონკურსი

19-02-2019

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ