გიორგი ქობულია: სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ სესხი აიღოს
ნავიგატორი
1588


გიორგი ქობულია: სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ სესხი აიღოს

საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ.
პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია უძღვებოდა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე; საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი; მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე; ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.
„დღეიდან, ვიწყებთ სემინარებისა და ვორქშოპების სერიას, რომლითაც გვსურს, ბიზნესით დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი. წელს, პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომელიც, იმედი გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დამატებით გასცენ, დაახლოებით, 250 მილიონამდე სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან.
საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც გაახორციელებს სქემის ოპერირებასა და მონიტორინგს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ.
პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, ანაზღაურდება ინდივიდური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.
სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 2 000 000 ლარს.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.
საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელს მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.
სქემის გამჭვირვალობის, ნდობისა და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო საგარანტიო სქემის ზედამხედველობასა და შედეგების მონიტორინგს.

02-04-2019

წყარო: kvira.ge

26-10-2022

არტ-ნამუშევრების კონკურსი “არა ფემიციდს”

20-01-2023

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

16-12-2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით

18-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება

18-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება

26-10-2022

არტ-ნამუშევრების კონკურსი “არა ფემიციდს”

20-01-2023

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

16-12-2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ