|
| 1711 |
|---|
ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვა ორ ავიაკომპანიას მიანიჭა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.
კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული „SkyUp Airlines“ რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Buta Airways" ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. |

02-04-2019
წყარო: pia.ge
|
03-05-2019 საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება |
|---|
|
07-04-2023 სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში |
|
02-05-2019 „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა |
|
10-04-2019 ქართულმა სტარტაპმა სამსახურში ძაღლი აიყვანა |