|
| 1940 |
|---|
ქუთაისის მიმართულებით გდანსკიდან პირველი ავიარეისი შესრულდა
| პოლონეთის ქალაქ გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი 2 აპრილს, 22: 50 საათზე შესრულდა. პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს: ჩამომფრენებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ ქართული დაბრენდილი ღვინოები გადასცეს, ხოლო გამფრენ მგზავრებს - დანკინები.
გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. |

03-04-2019
წყარო: pia.ge
|
21-02-2019 „ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის |
|---|
|
10-05-2023 GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ |
|
14-03-2019 სებ-მა ლიცენზია მორიგ მისო-ს გაუუქმა, მიკროსაკრედიტო ბაზარი მცირდება |
|
25-10-2022 26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება |