|
| 1837 |
|---|
BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან
| BBC-იმ Discovery-სთან 10-წლიანი პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. 180 მილიონ ფუნტიანი გარიგების მთავარი მიზანი სატელევიზო პროდუქციის გამოწერის ერთობლივი სერვისის შექმნაა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ახალი პლატფორმა Netflix-ის მსგავსად მომხმარებელს საშუალებას მისცემს კატეგორიების მიხედვით შეარჩიოს სასურველი შოუ. შეთავაზება BBC-ის ექსკლუზიურ პროგრამებს, ბუნების ისტორიის, ცხოველების, თავგადასავლებისა და სამეცნიერო ჟანრის თემატიკასაც მოიცავს. ამასთან Discovery-მ საკუთარ ბიბლიოთეკაში BBC-ის დოკუმენტური ფილმების ნაწილის განთავსების უფლება მოიპოვა. 10-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი სერვისი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჩინეთის ბაზრებს დაფარავს. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
26-01-2023 EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის |
|---|
|
14-03-2019 დავით საგანელიძემ ფილიპინებში საქართველოს წყლის რესურსების შესახებ პრეზენტაცია გამართა |
|
02-04-2019 2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019 |
|
03-06-2019 აშშ-ის საელჩო: “ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” |