|
| 2284 |
|---|
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის“ (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.
|

08-04-2019
წყარო: pia.ge
|
13-05-2019 იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა |
|---|
|
17-10-2019 ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ |
|
25-02-2019 „არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა მოსახლეობაზე ორიენტირებული“ |
|
19-12-2022 GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება |