|
| 2203 |
|---|
ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეებისთვის
| პოსტების მიღება დაიწყება 1 თებერვლიდან და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 28 თებერვლის 12 საათამდე. შემდეგ გამოქვეყნდება საუკეთესო ნამუშევრები. გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გამოვლინდება ორი გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია. მეორე გამარჯვებულს კი liberali.ge-ზე წაკითხვის რაოდენობა, რომელიც აღირიცხება Analytics-ს მეშვეობით; გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ 300-ლარიან ვაუჩერებს წიგნების მაღაზიებში. მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ თემის აქტუალობაზე, ბულინგის მაგალითებზე; გამოთქვან მოსაზრებები პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე... ბლოგპოსტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. მას უნდა ჰქონდეს სათაური, მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი და კლასი. კონკურსატმა უნდა გამოგზავნოს საკუთარი ფოტო, რომელიც ბლოგპოსტს ქავერად დაედება. კონკურსანტებმა ბლოგპოსტი უნდა გამოგზავნონ ელ ფოსტაზე: liberalikonkursi@gmail.com |

18-02-2019
წყარო: regmarket
|
18-10-2019 ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა |
|---|
|
11-04-2019 საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან |
|
17-07-2023 მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება |
|
10-04-2019 საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს |