ირაკლი ლექვინაძე - მნიშვნელოვანია, რომ მუშა პროცესში ისმოდეს ბიზნესის ხმა
ნავიგატორი
1467


ირაკლი ლექვინაძე - მნიშვნელოვანია, რომ მუშა პროცესში ისმოდეს ბიზნესის ხმა

ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის ამოცანებში ერთ-ერთი წამყვანი ხაზი ანალიტიკური მიმართულების გაძლიერებაა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებასა და უკვე მოქმედი რეგულაციების მონიტორინგის ღია სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივების წინასწარ ანალიზთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ კიდევ უამრავი რეგლამენტი და რეგულაცია აქვს ქვეყანას მისაღები. ლექვინაძე აღნიშნავს, რომ დღეისათვის ბიზნესის ჩართულობა რეგულაციების განხილვის პროცესში არის, თუმცა რიგ შემთხვევებში მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

„სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ თითონ მუშა პროცესში ისმოდეს ბიზნესის ხმა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რიგი რეგულაციების მომზადების დროს საერთოდ არ მონაწილეობდა ბიზნესი, მხოლოდ ჩვენ, ბიზნესომბუდსმენის ოფისი ვიყავით წარმოდგენილი და ეს იყო გარკვეული კომფორტი მეორე მხარისთვის. იყო შემთხვევები, როცა ბიზნესი ფართო ჭრილში იყო წარმოდგენილი, იყო შემთხვევები, როდესაც აკლდა კომუნიკაციას გარკვეული ხარისხი და ამ ნაწილში საჭიროა უფრო მეტი. ამაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინ კიდევ ძალიან ბევრი რეგლამენტი და რეგულაცია გვაქვს ასაღები, რომელიც ვალდებულებით გვაქვს აღებული. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ არ იყოს განსხვავებული ინტერპრეტაციები ბევრ ახალ ინიციატიავაზე თუ რეფორმაზე. დავიწყოთ შრომის უსაფრთხოებით, საბანკო რეგულაციებით, საპენსიო რეფორმით და ასე შემდეგ, ყველა საკითხზე რომ გვქონდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება. ჩვენ დაცლილი ვიქნებით ამ სუბიქტური ინტერპრეტაციებისაგან. როდესაც ასეთი შეფასება გვექნება, ერთი მხრივ, გვეცოდინება, რა ეკონომიკურ დანაკარგებთან გვაქვს საქმე და მეორე მხრივ, რა შედეგებს ვაღწევთ სოციალური, კულტურული თუ გარემოს დაცვითი საკითხების მიმართულებით“, – განაცხადა ლექვინაძემ.

გადაცემის თანაწამყვანმა, კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ხშირად კანონის დანერგვის შემდეგ ირკვევა, რომ ის მთელ რიგ პრობლემებს იწვევს და მისი მიღება არ იყო მართებული. ამიტომ, მისასალმებელია საკანონმდებლო ინიციატივების წინასწარი ანალიზი, რათა მოსალოდნელი ხარვეზების პრევენცია მოხდეს.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, კონკრეტული შემთხვევების განხილვა და განზოგადება ფართო სურათს წარმოადგენს და სისტემური შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, პრობლემის მოგვარების მიზნით, აუცილებელია ანალიტიკური მიმართულების გაძლიერება.

„ძალიან ბევრ საკითხზე რომ ავიღოთ კონკრეტული ქეისები და შემდეგ განზოგადება მოვახდინოთ, ეს გვაძლევს სურათს, რომ უფრო სისტემურად შევხედოთ საკითხს. ამ ნაწილში გვჭირდება ანალიტიკური მიმართულების გაძლიერება, რომ უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ პრობლემა და ამ პრობლემიდან გამომდინარე, გავმართოთ დისკუსია ან კონსულტაციები სხვადსხვა უწყებებთან იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ ამ საკითხს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა მაგალითის სახით მოიყვანა უკვე ამოქმედებული საბანკო რეგულაციები, რომელიც სესხების გაცემას ზღუდავს, რაც გარკვეულ წილად უარყოფითად აისახა ზოგიერთ ბიზნესზე, თუმცა გააუმჯობესა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

„მაგალითად, ავიღოთ საბანკო რეგულაციები. დღეს უამრავ საკითხს ვისმენ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიებისაგან, რომ მათ პრობლემები აქვთ გაყიდვებში, 30-40 პროცენტიანი კლება აქვთ გაყიდვებში განსაკუთრებით რეგიონებში. შედარებით ნაკლები, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დეველოპერ კომპანიებზე, შეინიშნება გავლენა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. მეორე მხრივ, სავალუტო ფონდის ანგარიშებში საკმაოდ კარგი შედეგებია მაკროეკონომიკური თვალსაზრისით – ლიდერები ვართ რეგიონში უიმედო სესხების სიმცირის კუთხით. ამიტომ, ჯამში თუ ჩვენ წინასწარ გვეცოდინება მოსალოდნელი სურათი, შევაფასებთ ეკონომიკურ დანაკარგებასაც და თანმდევ შედეგებსაც“, – განცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

01-05-2019

წყარო: 1tv.ge

14-10-2022

დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის

11-04-2019

ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

02-09-2019

კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

02-09-2019

კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

14-10-2022

დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის

11-04-2019

ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ