დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება
ნავიგატორი
1722


დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება

მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთიდან ახალი ავიამიმართულებები დამამი-თბილისი, რიადი-ბათუმი დაანონსა.

მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანასშორის შედგა.

შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ATM-2019 ფარგლებში გაიმართა.

დამამი საუდის არაბეთის რიგით მე-3 ქალაქია, საიდანაც 2019 წლის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Flynas ფრენებს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შეასრულებს, ავიარეისები კვირაში 3-ჯერ
განხორციელდება. ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ოპერირება 2018 წლიდან დაიწყო. რეისები რიადიდან კვირაში 4-ჯერ, ხოლო ჯედადან კვირაში 3-ჯერ სრულდება.
თბილისის პარალელურად ზაფხულის სეზონზე რიადიდან ბათუმის მიმართულებითაც კვირაში 3-ჯერ ავიარეისები შესრულდება. ამის შესახებ შეთანხმება მარიამ ქვრივიშვილსა და ბანდერ ალმოჰანას შორის
დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა.

მარიამ ქვირივშვილმა და ბანდერ ალმოჰანამ სეზონური ავიარეისების პარალელურად რეგულარული ავიარეისების დანიშვნის საკითხიც განიხილეს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ავიაკომპანია Flynas
საქართველოში ფრენების მიმართულებით წარმატებული სტარტი აქვს აღებული.

Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით
Airbus A320NEO შედგება.

საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა. სტატისტიკური მონაცემებით, საუდის არაბეთიდან საქართველოში 2019 წლის 3 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +52.8% შეადგინა.

01-05-2019

წყარო: pia.ge

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)

13-09-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

11-07-2019

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს

29-05-2019

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

29-05-2019

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)

13-09-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

11-07-2019

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ