|
| 2571 |
|---|
ლესოტოში 72-კარატიანი იშვიათი ალმასი აღმოაჩინეს
| 72-კარატიანი იშვიათი ყვითელი ალმასი იპოვეს აფრიკულ ლესოტოში. როგორც სამხრეთ-აფრიკული საინფორმაციო სააგენტო News24 იუწყება, ეს უკვე მესამე მსხვილი თვითნაბადია, რომელიც ლიკობონის წყაროზე მალუტის მთაზე აღმოაჩინეს, სამეფოს ჩრდილო-დასავლეთში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქ 46, 70 და 326-კარატიანი ალმასები აღმოაჩინეს. ბოლო წლების განმავლობაში ლესოტოს სამეფო გახდა მსხვილი და ძალიან მსხვილი ალმასების ყველაზე მთავარი მიმწოდებელი მსოფლიოში. ცნობისთვის, გასულ წელს ამ ქვეყანაში აღმოაჩინეს 910-კარატიანი ალმასი, რომელიც ალმასების ისტორიაში რიგით მეხუთეა სიდიდით. მას უსწრებენ მხოლოდ „ქულინანი“ - 3106 კარატი, „ჩვენი სხივი“ - 1109 კარატი, „ექსელსიორი“ - 995 კარატი და „სიერა-ლეონეს ვარსკვლავი“ - 968 კარატი. „ქულინანი“ 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. ის ტრანსვაალის ხელისუფლებამ ბრიტანეთის მონარქ ედუარდ VII-ს ძღვნად მიართვა კოლონიისთვის თვითმმართველობის მინიჭების მადლიერების ნიშნად. |

11-04-2019
წყარო: bpn.ge
|
29-05-2019 საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება |
|---|
|
10-04-2019 საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს |
|
03-07-2019 ღვინის ეროვნული სააგენტო - ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა |
|
03-07-2019 ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია |