|
| 2250 |
|---|
ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია
|
სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაფინანსებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში (ვარშავის, კრაკოვის, ვროცლავის, პოზნანისა და ლუბლინის უნივერსიტეტები) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ორი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პოლონურ უნივერსიტეტებში და გაიარონ 2-კვირიანი სტაჟირება პოლონეთის სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებში. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 1800 პოლონური ზლოტის ოდენობით (≈420 EUR). პროგრამა ფარავს სწავლების, დაბინავების, დაზღვევის, მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების ხარჯებს. ორსემესტრიანი პროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგი დარგების დასაფინანსებისათვის: ეკონომიკა და მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება; საჯარო მმართველობა; სამართალი; სოციალური მეცნიერებები; პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; განვითრების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება. განაცხადების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული. |

18-02-2019
წყარო: regmarket
|
23-11-2021 რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება |
|---|
|
16-05-2019 მუხური – პროექტი "მოტივაცია მოქმედებისათვის" |
|
05-04-2019 საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება |
|
24-04-2019 ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება |