|
| 2044 |
|---|
თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის
| სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი. საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების თვალსაზრისით კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა მთავრობასთან მუშაობა გრძელდება იმისათვის, რომ სახსრების მობილიზება დროულად მოხდეს. მისი თქმით, საკითხზე მთავრობაში რამდენიმე წერილი უკვე გაგზავნილია. „ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პროგრესი უახლოეს დღეებში იქნება. თანხა უნდა გამოიყოს ინფრასტრუქტურისთვის. მოგეხსენებათ, გამოძიება სპეციფიკურია და მას სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასევე, მეორე საკითხია ადამიანური რესურსი. ამ ყველაფერს სახსრები სჭირდება. სამართლებრივ და საორგანიზაციო საკითხებზე ინტენსიურად მუშაობა მიმდინარეობს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონის ამოქმედებისთვის ჩვენზე დამოკიდებული საკითხები მოწესრიგებული და მომზადებული იყოს“, – განაცხადა ქალდანმა. საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ პირველ ივლისამდე გადაიწია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს. |

15-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
11-07-2019 კარგი იდეების ავტორებისთვის, განაცხადის შევსების ბოლო ვადამ კიდევ 10 დღით გადაიწია |
|---|
|
31-03-2019 მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება |
|
10-04-2019 ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი |
|
17-06-2019 USAID-ის პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”. |