|
| 1764 |
|---|
მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა
| საქსტატის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით, 181.2 ლარამდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. ასევე თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა. საქსტატის გათვლებით, გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც -160.5 ლარი (თებერვალში 158.7 ლარი). |

15-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
06-09-2019 კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული |
|---|
|
30-05-2019 დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია |
|
13-03-2019 ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება |
|
11-03-2019 ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში |