TECHTEXTIL & TECHPROCESS
ნავიგატორი
1866


TECHTEXTIL & TECHPROCESS

2019 წლის 14–17 მაისს მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მართავს ორ საერთაშორისო გამოფენას TECHTEXTIL 2019 + TECHPROCESS 2019.

გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქსოვილის ფართო სპექტრი, სპორტული და პროფესიული ტანსაცმლის ნიმუშები, ტექსტილის წინასწარი და შემდგომი დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარები, ასევე, ქიმიური, მინის ბოჭკოვანი და მეტალის ძაფები, ლამინირებული ტექსტილი, ხელოვნური ტყავი და შესაფუთი მასალები.

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ტექსტილის დამუშავების მრავალმხრივ მეთოდს, ლამინირების, ოპტიკურ, ინფორმაციულ და ნანოტექნოლოგიებს. ტანსაცმლის დიზაინი, კერვა, ქსოვა, დამზადება და სადისტრიბუციოს სტრატეგიები გამოფენების შემადგენელ კომპონენტთა რიცხვში შედის. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ფორუმები, ინოვაციური პროცესების დაჯილდოება, ჩვენებები, შოუ რუმები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გამოიყენეთ შანსი ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და ეწვიეთ ინოვაციების ცენტრს ფრანკფურტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილეთ ვებ-გვერდები: techtextil.messefrankfurt.com; texprocess.messefrankfurt.com

ზაირა სოლოევა +99532 220 57 67 zaira.soloeva@georgien.ahk.de

19-04-2019

წყარო: DWV

25-06-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

15-02-2019

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის

10-04-2019

ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

10-04-2019

ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

25-06-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

15-02-2019

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ