გარემოს ქმნი შენ:საჯარო ფორუმი /Talking Environment
ნავიგატორი
2048


გარემოს ქმნი შენ:საჯარო ფორუმი /Talking Environment

თუ ხართ
► სტუდენტი
► სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი
► ჟურნალისტი
► ექსპერტი
► საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი
ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა გარემოზე

შემოგვიერთდით ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ ფორუმზე “Talking Environment”, რომელიც გაიმართება 5 მაისს ექსპო ჯორჯიაში და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

► მიიღეთ მონაწილეობა ფორუმში, შეხვდით სხვა დაინტერესებულ პირებს და მათთან ერთად განიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემა.

► თარიღი: 2019 წლის 5 მაისი
► ადგილი: ექსპო ჯორჯია, მე-3 პავილიონი
► დრო: 12:15

► სპიკერები:
◾ კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
◾ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
◾კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
◾ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
◾მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი
◾ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GEO, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი
◾ნინო თევზაძე, CENN

► მოდერატორი: ნელი აგირბა

ძირითადი საკითხები:
► ნარჩენებთან დაკავშირებული ფაქტები და ციფრები
► ნარჩენების მართვა საქართველოში, სამომავლო გეგმები
► ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება
► წარმატებული მიდგომები ნარჩენების მართვაში
► ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია
და მრავალი სხვა

►  რეგისტრაცია სავალდებულოა!
დარეგისტრირდით აქ: https://bit.ly/2Ztxk6n
2019 წლის 1 მაისამდე
►  2019 წლის 1 მაისამდე გამოაგზავნეთ ის შეკითხვები, რომლებზეც გსურთ, რომ ისაუბრონ შეხვედრაზე

ფორუმის მონაწილეებს დაურიგდებათ სპეციალური საჩუქრები. 

►  დასწრება თავისუფალია!
ღონისძიების მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება საკვები და უალკოჰოლო სასმელები.

25-04-2019

წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

03-05-2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

11-04-2019

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

11-04-2019

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

03-05-2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ