|
| 1740 |
|---|
დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო
| 1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. თუ აქამდე ასეთი მომხმარებლები ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად ყიდულობდნენ გამანაწილებელი კომპანიებისგან, რეფორმა მათ აძლევს საშუალებას, საჭირო ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ. ვაჭრობის ეს ფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზრისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ქვეყანაში ინერგება. ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. „ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. |

01-05-2019
წყარო: pia.ge
|
05-04-2019 პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა |
|---|
|
31-03-2019 დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს |
|
12-09-2022 მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო |
|
03-05-2019 ევროკავშირი ამერიკული თხევადი გაზის იმპორტს გააორმაგებს |