თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება
ნავიგატორი
1732


თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება

თბილისის ყველა რაიონში გამოიყოფა ადგილები, სადაც მოქალაქეები, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ბაზრობებთან დაკავშირებით მე ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარემოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„პარალელურად, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა და ყველა რაიონში გვექნება კეთილმოწყობილი, გაფორმებული ადგილები, სადაც ადამიანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უფასოდ, ექნებათ შესაძლებლობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01-05-2019

წყარო: imedinews.ge

11-04-2019

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

29-09-2022

გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი

03-05-2019

“ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა”

09-02-2023

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

09-02-2023

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

11-04-2019

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

29-09-2022

გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი

03-05-2019

“ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა”


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ